ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. მასში 2004-2005 წლებში დაბადებული 100-მდე მოკრივე საქართველოს ათი რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან და ესტონეთიდან მონაწილეობს.
სპორტსმენებს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა წარმატება უსურვა.
ტურნირი ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში იმართება.
ტურნირი 24 ივლისს დაიხურება.