ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის "ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს წევრი ბექა ქებულაძე.
პროექტი „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრმა „ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ახალგაზრდული პროექტი: Youth Game, კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ და ახალგაზრდული მარათონი.
„დღეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტის „"ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" მონაწილეებს შევხვდი. სასიხარულოა ამ ახალგაზრდებთან ყოველი შეხვედრა, რადგან სწორედ ისინი არიან ქუთაისის ხვალინდელი დღე.
პროექტის ფარგლებში მათ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს და აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში.
ქუთაისის მერია კვლავ გააგრძელებს ასეთი პროექტების მხარდაჭერას და დაფინანსებასაც გაზრდის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.