ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საზეიმო გახსნა გაიმართა.
ღონისძიების გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - IOAA წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება. 350 სტუმარი და IOAA-ს დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში KIU-ს კამპუსზე იცხოვრებს და ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.
წელს ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვია, 7 ქვეყნის გუნდი კი ონლაინ რეჟიმში იღებს მონაწილეობას. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ და გამოცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონიმიაში.
გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.