ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-10 სხდომაზე რის წესრიგით წარმოდგენილი 12 საკითხი დაამტკიცა.სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში. ცვლილების მიზანია ორგანულ კანონთან დადგენილების შესაბამისობაში მოყვანა. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ, მიმდინარე წელს გაწეული სამუშაო ანგარიში. მე-10 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში.რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება.