ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, ბურსას პროვინციაში, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართულ-თურქულ მრავალწლიან დიპლომატიურ კავშირებს და სამომავლო ურთიერთობებს.
ბურსაში იმყოფებოდა ქუთაისის ხალხური ცეკვის ანსამბლი „იმედი -2000“ , რომელმაც ბურსას ორჰანგაზის კულტურის და სოლიდარობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 21-ე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი -2000“ ბურსაში ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა.