ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 9 საკითხი განიხილეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარე,ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის N100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ანგარიში 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე. 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის N57 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მიო ჯელატოსათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ;სპეციალური სერვისებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის -მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება სილქნეტისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. 9. ევროკავშირისა და და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელი-ს შექმნის მიზნით კონკურსის საფუძველზე გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში სგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.