ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოაწყო.
აქცია მოეწყო ქალაქის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის სამსახურების და ა(ა)იპების თანამშრომელებმა.
ტერიტორიები გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან და მოწესრიგდა.
კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ 133-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო ამ ღონისძიებაში 2010 წლიდან მონაწილეობს.