სექტემბრის ბოლო დღეებში ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლებს.
24 სექტემბერს მეორედ აიღებს სტარტს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
26 სექტემბერს , დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ერთთვიანი ექსპოზიცია გაიმართება, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.