ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-11 სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
საქართველოს მთავრობის 28 ივლისის N131 და 14 იანვრის N51 განკარგულებებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 340,0 ათასი ლარი, სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 100,0 ათასი ლარი.
ცვლილებები შევიდა გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამაში -გაიზარდა 209,0 ათასი ლარით.
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის ქვეპროგრამა - 186,3 ათასი ლარით.
ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამა- გაიზარდა 409,7 ათასი ლარით.
დაკორექტირდა სხვადასხვა პროგრამები საბიუჯეტო სახსრების ნაწილშიც, კერძოდ ადგილობრივი სახსრები გაიზარდა 4881,9 ათასი ლარით. შესაბამისად გაიზარდა შემოსავლების ნაწილი: დამატებული ღირებულების გადასახადი 3486,9 ათასი ლარით, შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო 300,0 ათასი ლარით, შემოსულობა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან 2000,0 ათასი ლარით, მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის 100,0 ათასი ლარით.
მე-4 ცვლილების შედეგად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენს 131967,2 ათას ლარს.