ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს,სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე იმ აბიტურიენტებს შეხვდნენ, რომლებსაც საშუალება ეძლევათ 2022-2023 სასწავლო წელს მერიის სოციალური სამსახურის ქვეპროგრამით ისარგებლონ. ქვეპროგრამა სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების მომზადებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 27- მა აბიტურიენტმა ისარგებლა და მათგან უმეტესობამ სტუდენტის სტატუსი სახელმწიფო გრანტის საშუალებით მიიღო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იმ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები,სადაც აბიტურიენტებმა მომზადების კურსი გაიარეს. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება აქვს ქუთაისში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-ს. აბიტურიენტებისთვის მომსახურეობის მიწოდებას ქუთაისშირეგისტრირებული და ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. თითოეულ მოსწავლეს საშუალება აქვს მომზადების კურსი 4 საგანში გაიაროს. აღნიშნული ქვეპროგრამით 2020-2021 სასწავლო წელს15-მა აბიტურიენტმა ისარგებლა, ხოლო 2021-2022 სასწავლო წელს კი 27-მა აბიტურიენტმა.