ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორი, ბორის ჩაკვეტაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეგია ბასილაძე, თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ნადირაძე დასამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბორის ჩაკვეტაძე 1978 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხნის მედნაწილში უფროს -ორდინატორად და ქირურგიული განყოფილების გამგედ. 2008-2022 წლებში,წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ და ონკოლოგიურ ცენტრში ჩატარებული აქვს 20 ათასზე მეტი ოპერაცია - ზოგადი ქირურგიის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, უროლოგიის, გინეკოლოგიის, პლასტიკური ქირურგიის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის და თვალის სნეულების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო შრომა და 2 მონოგრაფია, ასევე რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელო. 2006-2014 წლებში იგი იყო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორი მოწვევის დეკანი. ბორის ჩაკვეტაძე დღეს, პრაქტიკული და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებლის, გრიგოლ მუხაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
"ვულოცავ ბატონ ბორის საიუბილეო თარიღს. სამედიცინო სფეროში მოღვაწე წარმატებულ ექიმებს შორის, ბატონი ბორისი არის ერთ-ერთი პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული პიროვნება, რომლისთვისაც სამედიცინო საქმიანობა არის ადმიანის სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო საშუალება. წლების მანძილზე ბატონი ბორისი სათავეში ედგა მომავალი ექიმების აღზრდას და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. იგი არის საპატიო ქუთაისელი და ამ სტატუსის ღირსეული მატარებელი. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას, ამ საიუბილეო თარიღს."
ირაკლი შენგელია -ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარე