ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციიც წევრთა რეგისტრაციაში გატარების შესახებ
2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების და ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ
3 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4 ქალაქ ქუთასის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების „ბაგა-ბაღების“ დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, ბაგა-ბაღებში ბავშვის /აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის, საქმიანობის ორგანიზების სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობის წესისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
5 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში მიმდინარე მოწვევის პერიოდში (2021 წლის დეკემბერი - 2022 წლის ოქტომბერი) გაწეული მუშაობის შესახებ
6 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე