ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების პირველი საერთაშორისო ბიზნეს- ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქში სტუმრად მყოფი პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად.
KIUInnovate-ის ბიზნეს- ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამისა (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში გაიმართა.
ფორუმის მიზანია უნივერსიტეტში ინოვაციების დანერგვა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და სამეცნიერო კავშირების გაძლიერება.