ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამას "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ახორციელებდა.
აღნიშნული პროგრამით, შეირჩა და გადამზადდა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განივითარეს საკვანძო კომპეტენციები და ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.
ღონისძიებას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
„ ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, წელსაც რამდენიმე საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ და მათ შორისაა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. დღეს დავესწარით საბჭოს წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ხედვა, დამოკიდებულება და იდეები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.