ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია გაერთიანებული არაბთა საამიროში მდებარე, "Consider consultancy" აღმასრულებელ დირექტორს, ჰერაკ კალსაკიანს და "Prospecta development"-ის გაყიდვების მენეჯერი აია კარიმპიდს შეხვდა.
ორი მხარის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე მხარდაჭერა გამოთქვეს ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის ცნობადობის გაზრდას არაბთა გაერთიანებული საამიროებში.