ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი აღმასრულებელმა რგოლმა, საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. დღის წესრიგი: 1. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.