ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს.სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა. ფრაქციის წევრებმა დეტალურად განიხილეს ის პროექტები და პროგრამები, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. ასევე გამოთქმული იქნა შენიშვნები, რომელიც რეკომენდაციის სახით შემუშავდება.