ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შშმ პირთა უფლებების და ცნობადობის ამაღლების აქტივობები - შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, სპორტული თამაში ბოჩა, სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაიოს“ ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა, თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი.
„ 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისში მცხოვრებ შშმ პირებთან ერთად დღეს რამდენიმე ღონისძება მოვაწყვეთ.
თითოეულმა ჩვენგანმა ხელი უნდა შეუწყოს ამ ადამიანებისთვის თანაბარი და ყველასთვის მისაწვდომი გარემოს ჩამოყალიბებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად დამატებითი ბარიერების გადალახვა და არაადაპტირებულ გარემოში ყოფნა უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს , რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ და ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1992 წლიდან აღინიშნება, სლოგანით “ არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“.