ქუთაისის სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში , "მხიარული სტარტების " მუნიციპალური ტურნირის ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადის მონაწილეები ქუთაისის მერმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირის გამარჯვებული 21-ე საჯარო სკოლა გახდა.
მუნიციპალური თამაშები "მხიარულ სტარტებში " 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქუთაისის 16 საჯარო და კერძო სკოლა ჩაერთო.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ღია პირველობა ჭადრაკში პარაოლიმპიელებს შორის. ღონისიებების ორგანიზატორები იყვნენ: ეროვნული ფედერაცია ,,სპორტი ყველასათვის“,
ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.