ქ.ქუთაისის მერია წელს გახდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGPLocal) წევრი. https://www.opengovpartnership.org/members/kutaisi-georgia/ OGP გახდა პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს.
მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და მათ გაძლიერება სათანადო აქტივობების დაგეგმვით , თავის მხრივ სამოქმედო გეგმის ნაწილია.
OPG სამოქმედო გეგმა შეიძლება ეხებოდეს პოლიტიკის/მმართველობის სხვადასხვა სფეროს (https://www.opengovpartnership.org/policy-areas/) და მიზნად ისახავდეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ინოვაციურობის გაზრდას.
სამოქმედო გეგმის შემუშავება ეფუძნება ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ თანა-შემოქმედების პრინციპს.
აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში შემუშავდა კითხვარი რომელიც ემსახურება საზოგადოების აზრის კვლებას. იხილეთ : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfhDKlVwf8YzSk4e2xoS_kN1s2FGG3FqendDAbNfS4InNq7pg/viewform