ქუთაისის საკრებულოს წევრმა,კახიანაურისა საფიჩხიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მაგდა კოსტავამ დღეს, მოქალაქეებს 2022 წლის სამუშაო ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა ისაუბრა წარმომადგენლობით ორგანოში მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და იმ პროექტებზე რომელიც აღნიშნულ სამაჟორიტარო მიმდინარე წელს განხორციელდა. დღესვე მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა საკრებულოს წევრი ბესიკ ხამაშურიძე ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.