ქუთაისის მერიამ, როგორც „ ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGPLocal ) წევრმა, სამოქმედო გეგმის ნაწილში უკვე განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. OGP არის პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს.
აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, შემუშავდა კითხვარი, რომლის საშუალებითაც გამოკვლეული იქნა საზოგადოებრივი აზრი.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რაც აქტუალურია მოქალაქეებისთვის და განისაზღვრა სამოქმედო გეგმის ძირითადი სამუშაო ვერსია.
სამუშაო ვერსიის თანახმად, ქუთაისის მერია პროექტის მიმდინარეობის პროცესში განახორციელებს 3 ვალდებულებას, რომელიც უპასუხებს „ოჯიპის“ პრინციპებს, კერძოდ : მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე შშმ პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას; sms პლატფორმის დანერგვას, მოქალაქეთა ინფორმირებულობის მიზნით; მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმის შექმნას.