ქუთაისში ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ქალაქის მერიაში დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს.
კვლევა 5 თვე მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში 14-29 წლამდე 500 ახალგაზრდა გამოიკითხა.
გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა სამომავლო მოქმედებები და პროგრამები.
კვლევა ქუთაისის მერიის ინიციატივით ჩატარდა.