ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელს ჯინ ფოსტერს და ეკონომიკურ პარტნიორს ბრუკ სანის შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქუთაისის ეკონომიკურ პოტენციალზე, ქალაქში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, საერთაშორისო აეროპორტის და ინდუსტრიული ზონის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებაზე. ქალაქის მერმა სტუმრებს გააცნო ის პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით და დაფინანსებით.
შეხვედრა აშშ-ის ელჩის იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.