ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა სხდომა გამართეს. სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნებიდან გასვლის თაობაზე, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრების: მერაბ ჭოხონელიძისა და ბექა ქებულაძის განცხადებების ცნობად მიღების შესახებ.