ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენა "ბოდიფონტი" გაიმართა.
პროექტი კულტურის პროგრამების ფარგლებში, ქალაქის მერიამ დააფინანსა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტანმოვარჯიშეთა მიერ სხეულით შექმნილი ქართული ანბანის ფოტოები.
გამოფენის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
" საინტერესო გამოფენა გაიხსნა დღეს კაკაბაძის გალერეაში. ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფთან ერთად ქუთაისის მერიამ დააფინანსა პროექტი "ბოდიფონტი " , რომელიც ითვალისწინებდა ქართული ანბანის მოხაზვას სხეულებით ანუ ახალი ფონტის შექმნას. ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს ამ ინოვაციურ გამოფენას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ახალგაზრდებთან ერთად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შევქმნით."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტ "ბოდიფონტის' ავტორები არიან პაატა ნემსწვერიძე და დავით აბულაძე.