ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად, არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ და კოლეჯ „იბერიას“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ მამინაიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტი „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით“ , რომელიც სსიპ კოლეჯ „იბერიას “ უნარების განმავითარებელ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას ითვალისწინებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლისა“ და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
პროგრამის პარტნიორები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ კოლეჯი „იბერია“.