ქუთაისი ,,ბერძნულ-რომაულ" ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს .
სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში 5 ქვეყნის (უკრაინა, თურქეთი,ლატვია, უნგრეთი, სომხეთი) 400 მდე წარმომადგენელი 2 წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ტურნირის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და თეიმურაზ აფხაზავა ესწრებოდნენ.
,,ქუთაისი კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. უკვე მეოცედ იმართება თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ,,ბერძნულ-რომაულ" ჭიდაობაში. 400-ზე მეტი მონაწილე სტუმრობს ჩვენს ქალაქს 5 სხვადასხვა ქვეყნიდან.საინტერესო ორთაბრძოლებია. 2 დღის განმავლობაში ჩატარდება ტურნირი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.