ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეს "ტორპედო ქუთაისი" U14 -ის წარმომადგენლები მიიღო. მოზარდებმა მიმდინარე წელს წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა ტურნირში.
2022 წლის წარმატებული საფეხბურთო სეზონისათვის იოსებ ხახალეიშვილმა ახალგაზრდები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
""ტორპედო ქუთაისი" U14- ის წევრებმა 2022 წელი წარმატებულად ჩაატარეს. საფეხბურთო სეზონმა დაგვანახა , რომ ისინი იმედის მომცემი სპორტსმენები არიან. სწორედ ამიტომ , მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა."-განაცხადა ქუთაისის მერმა.