ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.
ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
„ ქუთაისის სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.
200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა შეჯიბრში.