ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ, ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების: მერაბ ჭოხონელიძისა და ბექა ქებულაძის განცხადებების განხილვის შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ.
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ“ საკითხის განხილვის თაობაზე.