ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-14 საკრებულოს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შემდეგ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცეს.
ქუთაისის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 101 მილიონ ლარს აღემატება და წლის ბოლომდე კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მომდევნო წელს რამდენიმე ნიშნულით გაიზრდება ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება.
️ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება - 24 500,6 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 470,0 ათასი ლარით მეტია.
️დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076,6 ათასი ლარი, გაიზარდა 345,5 ათასი ლარით;
️განათლების სფეროს განვითარება - 17 483.7 ათასი ლარი, გაიზარდა 3 026, 7 ათასი ლარით;
️სპორტის სფეროს განვითარება - 10 228,1 ათასი ლარი, გაიზარდა 1 806.1 ათასი ლარით;
კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 10 415.3 ათასი ლარი, გაიზარდა 1 071.7 ათასი ლარით;
ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 241.0 ათასი ლარი, გაიზარდა 616,0 ათასი ლარით;
სოციალური პროგრამების დაფინანსება - 5 694.2 ათასი ლარი, გაიზარდა 790.7 ათასი ლარით;
მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 470,0 ათასი ლარი (ზრდა 361,0 ათასი ლარი), ასევე 261-დან 318-მდე გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა.