ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საშობაო -საახალწლო გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ : ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების წარმატებული მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლები და ქორეოგრაფიული კოლექტივები, პედაგოგთა და მოსწავლეთა გაერთიანებული ორკესტრი, კამერული გუნდი (ქორმაისტერი: ირინა ლომინაძე), მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგთა სიმებიანი კვარტეტი , „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტები, სასულე ორკესტრი (ხელ: მალხაზ მჭედლიშვილი), მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ორკესტრი (დირიჟორი: გიორგი რევიშვილი), ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ( სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი).
კონცერტს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მაყურებელს ოპერის ფოიეში მასპინძლობდნენ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, პანტომიმის თეატრის მსახიობები და ნიღბების თეატრის ზღაპრული გმირები.
იქვე იყო წარმოდგენილი გაერთიანების მუზეუმების თემატური საგამოფენო სივრცეები.
კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა.