ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ,
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს დღეიდან სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.
კონცერტს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.