ქუთაისში ქარით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრაზე ოპერატიულად მიმდინარეობს მუშაობა.
ძლიერმა ქარმა ქალაქის სხვადასხვა უბანში გარკვეული პრობლემები შექმნა- მოგლიჯა ხეები, დააზიანა შენობების სახურავები.
შესაბამისი სამსახურები დაუყონებლივ გადიან შემთხვევების ადგილზე და იღებენ სათანადო ზომებს.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.