თაბუკაშვილის ქუჩაზე, N173 კორპუსში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია, პირველ მოადგილესთან გია ბასილაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, მამუკა რიჟამაძესთან ერთად შეხვდა.
წარმომაგდენლობითი ორგანოს წევრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ მდგომარეობას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
"აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია.
ჩვენ მოვედით აქ და შევხვდით მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ის დაზიანება რომელიც ამ კორპუსს გააჩნია იქნება აღმოფხვრილი და მოსახლეობის პრობლემა სრულად მოგვარებული."
- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.