ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, კერძო სახლის სხვენში გაჩენილმა ხანძარმა დღეს, ბასილაიების საცხოვრებელი ფართი დააზიანა.
დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, პირველი მოადგილე გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი მერაბ ჭოხონელიძე შეხვდნენ.
ირაკლი შენგელია გაეცნო ხანძრის შედეგს და აღნიშნა, რომ ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა და მიყენებული ზარალი ანაზღაურდება