ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ , ირაკლი შენგელიამ დაათვალიერა. იგი ადგილზე გაეცნო სტიქიის შედეგებს და არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან მიიღო. ბოლო მონაცემებით სტიქიამ ქუთაისში ზიანი 142 საცხოვრებელ სახლს მიაყენა. ძირითადად გადახდილია სახლის სახურავები. ასევე რამდენიმე შენობაზე მოხდა ფასადის დაზიანება. სტიქიის პარალელურად შეძლების და გვარად მიმდინარეობს მწყობრიდან გამოსული ელექტრო ენერგიის სადენებისადაგაზის მილების აღდგენითი სამუშაოები. საგანგებო და სპეციალური სერვისების სამსახურის მიერ ხდება წაქცეული ხეების დამუშავება და ადგილიდან დრული გატანა. ქუთაისში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო და მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.