ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ ორ საკითხზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შესახებ.