ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული გასვლითი სხდომა (ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია) სატრანსპორტო კომპანიაში გამართა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს გაეცნენ.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1 „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის N149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.