აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა. უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებსა და თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპოლიანმა მიულოცეს.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში პროფესორმა იმერი ბასილაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო კერა" პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ევროპეიზაციის პრობლემა ქართულ მწერლობაში". მიმდინარე სასწავლო წელი უნივერსიტეტის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული, რაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო, შემეცნებით, კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.