ქუთაისში გაეროს გლობალური დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, შეხვდა გაეროს კონსულტანტს ნიკოლოზ ჩანადირს. შეხვედრაზე იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების (17SDG) ლოკალიზების თაობაზე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტის შემუშავებაზე.
განხილული იქნა ამ ეტაპისათვის მომზადებული მდგრადი განვითარების ქუთაისის მუნიციპალური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, ასევე ინფორმაცია ქალაქის მდგრადი განვითარების შესახებ და იმპლემენტაციისათვის საჭირო საკოორდინაციო მექანიზმი. განისაზღვრა 2022 წლის საბაზისო და 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლები.
დოკუმენტი გამომდინარეობს მდგრადი განვითარების გლობალური და ეროვნული მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორებიდან, რომლებიც კავშირშია ქალაქის სტრატეგიულ გეგმებთან, პრიორიტეტებთან და ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლებთან.
„არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა“ (Leaving No One Behind) - გაეროს გლობალური დღის წესრიგი 2030-ისა და SDG-ების მთავარ დაპირებას წარმოადგენს. ქუთაისის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მათი შესრულების მონიტორინგში.