ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-16 სხდომაზე რვა საკითხი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N34 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც საჯარიმო ქვითრის (ოქმი) აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრა.
საკითხის თანახმად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზონების და ქვეზონების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო საფასური.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 9 იანვრის N65 დადგენილებაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებების საპრივატიზებო საფასურის ანგარიშგების წესს ითვალისწინებს.
სხდომაზე ასევე დამტკიცებული იქნა რამდენიმე საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების , იჯარის ფორმით გასხვისებას ითვალისწინებს.