ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი "დედის დღის " აღსანიშნავად ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდა.
ქალაქის მერიაში მოწვეულ ქალბატონებს დღესასწაული მერთან ერთად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მიულოცეს.
" დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას! არ არსებობს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე დედობაა. და მით უფრო, თუ 9, 10, 13 შვილს ზრდის დედა. სწორედ ასეთ გმირ ქალბატონებს შევხვდით დღეს და მივულოცეთ დღესასწაული.
შვილების კარგად ყოფნას და ბედნიერებას ვუსურვებ, მშვიდობიან სამყაროში ეცხოვროთ!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.