ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია შესასრულებელი.
კერძოდ თავისუფალი ინიციატივის პროექტის ფარგლებში ხორციელდება პროგრამები, რომელიც სკვერების, სტადიონების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება და მისი ღირებულება 4,8 მილიონ ლარს შეადგენს.
დღესვე ირაკლი შენგელიამ ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოქალაქეებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.