ქუთაისის მერიის, მერიის ა(ა)იპებისა და საკრებულოს თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
მოხალისე დონორებისგან სისხლის გაღების პროცესს წარმართავდნენ „ევექს ჰოსპიტლები - სისხლის ცენტრის” წარმომადგენლები.
აქცია სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლები მსგავს აქციებში პერმანენტულად მონაწილეობენ.