ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორგანიზაცია „ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისათვის „ ( ALDA) წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას მარკო ბოარია- ალდას პროგრამებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრეა რილიევო- ალდას გამგეობის წევრი და ნინო ხუხუა- LDA საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი დაესწრნენ.
️ქუთაისის მუნიციპალიტეტი აღნიშნული ორგანიზაციის წევრია და თანამშრომლობის გზით ხშირად უწევთ ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ქუთაისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იმ პროექტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც მხარდაჭერილია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მიერ.