ქუთაისში , კუპრაძის ქუჩაზე , სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სპორტული დარბაზი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ლილუაშვილმა და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაზარე კომახიძემ მოინახულეს.
შენობაში მოეწყო რთული ცოცვის კედელი და კალათბურთის დარბაზი, აღიჭურვა უსაფრთხოების ლეიბებით, შეიცვალა გადახურვა, კარ-ფანჯარა, წყალმომარაგების და ელექტროობის სისტემები.
პროექტი 700 000 ლარზე მეტი დაჯდა და დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით.
„ კიდევ ერთი ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი შეემატა ქუთაისს. კუპრაძის ქუჩაზე მდებარე ძველი სპორტული დარბაზი სრულად განვაახლეთ. ქალაქის ისტორიაში პირველად, დახურულ დარბაზში მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცოცი კედელი. აქვე იქნება კალათბურთის დარბაზიც.
მეკლდეურობა ქუთაისში საკმაოდ პოპულარული სპორტია, ეს ახალი სავარჯიში დარბაზი კი , კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ახალი თაობის მეკლდეურთა გაზრდას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.