სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ინიციატივით დღეს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.
სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მეთოდებს. ასევე სწავლობს საქართველოში თანასწორობის მხრივ არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული მანდატის ფარგლებში,სახალხო დამცველის აპარატი, რეგიონებში თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ახორციელებს.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ კონკრეტული მაგალითების განხილვით გაეცნოთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პრაქტიკა.