15 -21 მაისს გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული აღინიშნება.
ქუთაისის მერიაში გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები.
ორგანიზაცია „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ლიდერთა კლუბის მოზარდებმა წარმოადგინეს მათ მიერ დანახული ინფრასტრუქტურული თუ სატრანსპორტო გამოწვევები და მათი მოგვარების
გზებზე იმსჯელეს.
2021-2030 წლებში , გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა მიმდინარეობს, რომლის
მთავარი მიზანია საგზაო შემთხვევებში მსხვერპლის განახევრება.
მოქმედების დეკადის ფარგლებში, გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით , გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.